უძრავი ქონების გარიგება ხშირად ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ეს პროცესი იყოს უსაფრთხო და გამჭვირვალე.
უძრავი ქონების მიმართულებით ჩვენ ვთავაზობთ სრულ იურიდიულ თანხლებას — ქონების შემოწმებიდან და გარიგების მომზადებიდან რეგისტრაციამდე. ასევე წარმოვადგენთ კლიენტებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებში.
ჩვენი მიზანია, დავიცვათ თქვენი ინტერესები გარიგების ყველა ეტაპზე და თავიდან ავიცილოთ სამომავლო რისკები საფუძვლიანი იურიდიული შემოწმებით.