სადაზღვევო სამართალი

დაზღვევასთან დაკავშირებული დავები ხშირად რთული და ბუნდოვანია. ჩვენ ვიცავთ დაზღვეულთა ინტერესებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაში.

იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მხარდაჭერას სადაზღვევო ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე, მათ შორის:

  • დაზღვევის ხელშეკრულებების/პირობების სამართლებრივი ანალიზი და რისკების შეფასება
  • კლიენტის წარმომადგენლობა სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებებში, დაზღვეულის ინტერესების დასაცავად
  • სადაზღვევო კომპანიის მიერ საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო ზედმეტად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
  • ხელშეკრულებაში ბუნდოვანი და ორაზროვანი პირობების იდენტიფიცირება, რომლებიც მიმართულია დამზღვევის ინტერესების საზიანოდ
  • სადაზღვევო შემთხვევაზე, მათ შორის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის გასაჩივრება და სასამართლოში წარმომადგენლობა
საქმიანობის სფეროებში დაბრუნება