იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას კომპანიების გადახდისუუნარობის პროცესში, მათ შორის:
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და რეაბილიტაციის პროცესის მიზანშეწონილობის შეფასება
- სასამართლოში რეაბილიტაციის განაცხადისა და პირველადი რეაბილიტაციის გეგმის მომზადება და წარდგენა
- მოლაპარაკებები გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან
- მოლაპარაკებები კრედიტორებთან
- მოვალის წარმომადგენლობა კრედიტორთა კრებებზე
- რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება და სამართლებრივი მხარდაჭერა შეთანხმების ეტაპზე
- გადახდისუუნარობის პროცესთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში წარმომადგენლობა
ჩვენი მიზანია — თქვენი ბიზნესის გადარჩენა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა.