ინტელექტუალური საკუთრება თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენ ვეხმარებით ავტორებსა და კომპანიებს, დაიცვან თავიანთი შემოქმედებითი და კომერციული უფლებები.
იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შიდა სტრატეგიებისა და რეგულაციების შემუშავება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დასაცავად, სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით
ხელშეკრულებების შედგენა უფლებამფლობელებთან TRIPS-ისა და ბერნის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად
დასაქმებულის მიერ შექმნილი ნამუშევრების უფლებრივი სტატუსის განსაზღვრა (Work Made for Hire)
რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების ადმინისტრირება საქპატენტში ან საჭიროებისამებრ უცხოეთში
კონსულტირება პირად არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხებზე
მოლაპარაკებების წარმოება და დავების გადაწყვეტა უფლებების დარღვევის შემთხვევებში
წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საავტორო უფლებების დარღვევის საქმეებზე
ციფრულ გარემოში უფლებების დაცვა — Content ID, Notice-and-Takedown სისტემების ანალიზი და კონსულტაცია
საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაცია მრავალეროვნულ კომპანიებთან თანამშრომლობისას — აშშ-ის, ევროკავშირისა და ბერნის სისტემის იურისდიქციების გათვალისწინებით